ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის ტკბილეულის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. მერია აღნიშნულზე 10 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შემსყიდველმა უნდა შეიძინოს სხვადასხვა სახის ტკბილეული. ტენდერი 19 ნოემბერს გამოცხადდა, ხოლო განცხადებების მიღება 25-დან 27 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
გასულ წელს ახალციხის მერიამ ტკბილეულისთვის 12 973 ლარი დახარჯა.
ასევე, ტენდერი გამოცხადებულია საახალწლო განათების შესაძენადაც. აქ მერია 9 130 ლარის გამოყოფას გეგმავს.
რა თანხის გამოყოფას გეგმავენ საახალწლოდ სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტები უცნობია. მათ ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.
შეგახსენებთ , რომ 2020 წლის შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერიამ სულ 93 497 ლარი გამოყო.