დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ – გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა აღდგება 1 იანვრიდან. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ პროგრამით პირველი ტალღის დროს უკვე ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა.