“ახალციხის ციხის” ვიზიტორების რაოდენობამ 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო. სხვაობა 123 840 ერთეულია. ინფორმაციას ციხის დირექტორი, დავით ტაბატაძე გვიდასტურებს და გვეუბნება, რომ მიზეზი პანდემიაა.
მისივე თქმით, 2020 წელს ციხემ 35 988 ვიზიტორს უმასპინძლა. აქედან 3 431 უცხოელი, ხოლო – 32 557 საქართველოს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ “ახალციხის ციხეს” შემოსავლების შემცირების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 210 000 ლარი ციხის სუბსიდირებისთვის გამოყო.
ვიზიტორების კლებაა ბორჯომის ცენტრალურ პარკშიც. ის გასულ წელთან შედარებით 4 324 ვიზიტორით ნაკლებმა მოინახულა.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, “ახალციხის ციხე” და “ბორჯომის ცენტრალური პარკი” ვიზიტორებისთვის უფასოა. ციხის დირექტორი გვეუბნება, რომ სავარაუდოდ იანვრიდან ისევ ფასიანი გახდება.