„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.
პარტიის შიდა ჯგუფში, „გირჩის ბაბლში“, ზურაბ ჯაფარიძემ ამის შესახებ 4 დეკემბრის დილას დაწერა. იგი პოსტში გადაწყვეტილების მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა ამბობს: “ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”.
„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში, წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა“. – წერია პოსტში.
რამდენიმე დღის წინ გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩა იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა ედება. მან Facebook-ზე დაწერა: “პორნო გადმოწერა, დასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს”. სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და მის მიმართ კრიტიკა.