როდის მიიღებენ სამცხე-ჯავახეთის კლინიკები ჟანგბადის აპარატებს ჯერ-ჯერობით უცნობია

December 8, 2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა ჟანგბადის 1 000 აპარატი და მათი გადანაწილება რეგიონების მიხედვით უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კონკრეტულად როდის და რამდენი ჟანგბადის აპარატი ჩამოვა სამცხე-ჯავახეთში? ამ კითხვით ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

Toktv.ge