სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ით სულ 34 გარდაცვლილია

December 15, 2020

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 24 საათის განმავლობაში 4  პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. იმავე წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პირები არიან: 2 ადიგენის, 1 ბორჯომის, 1 ასპინძის მცხოვრებლები. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი გვეუბნება, რომ გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის იყო და მას აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები. იმყოფებოდა დიალეზზე.

ბორჯომის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი, გვეუბნება რომ, გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის იყო და გორის კლინიკაში მკურნალობდა. მისივე თქმით, პაციენტი კოვიდ19-ისაგან უკვე გამოჯანმრთლებული იყო,  თუმცა ჰქონდა, გულ-სისძარღვთა პრობლემა, რამაც შემდგომი გართულებები და გარდაცვალება გამოიწვია.

რაც შეეხება ადიგენში გარდაცვლილ პაციენტებს. ჩვენ დაუკავშირდით, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, რუიზან ქიმაძეს, მან გვითხრა რომ გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, და გვირჩია მკურნალი ექიმების მოკვლევა დაგვეწყო და კითხვები მათთვის დაგვესვა.

Toktv.ge