საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 000-მა მოქალაქემ მიიღო.
“28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მოქალაქეების მიზნობრივი დახმარებების მეოთხე ტალღა. დღეის მდგომარეობით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომლისგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული, დავაკმაყოფილებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დახმარებას იღებენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა.
კომპენსაციის მისაღებად, ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 დეკემბრის ჩათვლით.