მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული -ეკატერინე ტიკარაძე

December 17, 2020

„მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული, აქედან გამომდინარე, მთავარი არის მოხმარების ხარისხი“ – ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ მედიის კითხვის პასუხად გააკეთა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ აქვს თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეებს ყველა ის სტანდარტი დაცული, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. მისივე თქმით, ბაზარზე პირბადეები გარკვეული კონტროლის გავლის შემდეგ დაიშვება.

“ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზე არის. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული, აქედან გამომდინარე, მთავარი არის მოხმარების ხარისხი, როგორ ვიყენებთ ჩვენ პირბადეს. კონკრეტულად ამ პირბადეებს აქვს დაცული ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სანამ შემოდის პირბადე ის გადის გარკვეულ კონტროლს და კონტროლის შემდეგ დაიშვება. წარმოების პერიოდშიც ვიდრე წარმოება გადის ქსელში, ჩვენ ამაზე ვაძლევთ დასტურს, რომ შეიძლება გაყიდული იყოს აღნიშნული პირბადე”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელში თავდაპირველად აპრილში გამოჩნდა. მისი ფასი კი 50 თეთრი იყო.