ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. გარდაცვლილია ბორჯომის ეპარქიის დეკანოზი, ზურაბი. როგორც ბორჯომის წმინდა ილია თეზბიტელის ეკლესიის დეკანოზი, იოანე ხეცურიანი ჩვენთან საუბარში ამბობს პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა დაავადება. გარდაცვალება კი თრომბის განვითარებამ გამოიწვია.
“დაახლოებით 16 დღე ჰქონდა კორონავირუსი, რამაც განუვითარა თრომბი. თანდმევი დაავადებები ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტი და გულის პრობლემები,” – გვეუბნება დეკანოზი.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით სასულიერო პირი გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის წინ იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამაგბედიშვილი).