ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ე.წ ეროვნული ბანკის (APRA) “World” ბარათების მომსახურება დაიწყო. – ამის შესახებ აფხაზური გამოცემა წერს.
გამოცემის თანახმად, საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე. ამ ბანკებს ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ. Is Bank-ის ვებგვერდის მიხედვით, მას საქართველოში ორი ფილიალი და ოთხი ბანკომატი აქვს – თბილისსა და ბათუმში. Ziraat Bank-ს კი ფილიალები თბილისში, ბათუმისა და მარნეულში აქვს.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თურქული ბარათებით მომსახურების შესახებ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებებში გვითხრეს საკითხზე ინფორმაციას მალე მოგვაწოდებენ.