24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ იხსნება. ასევე აკრძალვა არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზეც. გადაწყვეტილება დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ახალციხის ავტოსადგურის დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ არ ელოდებოდნენ მსგავს გადაწყვეტილებას და მძღოლებს წინასაახალწლოდ ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენის იმედი ჰქონდათ.