ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
- სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის 2020 წლის ანგარიშის და 2021 წლის პრიორიტეტების საჯარო წარდგენა დაწყებიდან რამდენიმე წუთში მედიისთვის დაიხურა.
- შეხვედრას არ ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, როგორც თავად ამბობენ ისინი არ მიუწვევიათ.
- ამავდროულად ანგარიშს ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის დეპუტატები, ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
- ჩვენ დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დასრულებას ველოდით, თუმცა 18:00 საათის შემდეგ შენობაც დაგვატოვებინეს.
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” გვეუბნებიან, რომ აღნიშნული დაბალი გამჭვირვალობის სტანდარტია.