ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, განახლებულ სხდომაზე სენატორმა ჯინ ჰაშინმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან მაგალითად საქართველოში 2012 წლის არჩევნები მოიყვანა.
“„ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ.”
სენატორი შაჰინის განცხადებით, 2012 წლის არჩვენების საქართველოში სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. თუმცა, მისივე თქმით ქვეყანაში შიშობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, რაც ძალადობრივ ქმედებებში გადაიზრდებოდა.
როგორც სენატორი იხსენებს ის არჩევნების შემდეგ სენატორ რიშთან ერთად მიხეილ სააკაშვილი შეხვდა და დემოკრატიის ღირებულებებზე ესაუბრა. “პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.” – თქვა სიტყვით გამოსვლისას სენატორმა.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, შეიჭრნენ. კაპიტოლიუმში, შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ მომიტინგეები კი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
წყარო: ამერიკის ხმა