ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე გაზის გაჟონვის და ხუთი პირის ინტოკსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობელის არასწორი დაყენებაა – ინფორმაცია ჩვენ გაზ კომპანია “ინტერგაზის” ხელმძღვანელმა, ვასილ აბულაძემ დაგვიდასტურა.
“წყლის გამათბობელი იყო არასწორად დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია გაზის გაჟონვა.”
რაც შეეხება მოწამლულ 5 პირს, როგორც რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე გვეუბნება ისინი უკვე გაწერეს.
შსს– მ გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.