საბჭოური ტოპონიმიკა ახალციხეში, სტალინის სახელობის ქუჩა, ახალციხის ქალაქ ვალეში დღემდე მდებარეობს. ქალაქში მცხოვრებლები აღნიშნული ქუჩისათვის სახელის შეცვლას მოითხოვენ და ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ,- ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობაში გვაწვდიან.
აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლას და რამდენად ცნობილია მათთვის მოსახლეობის აზრი, კითხვებით ახალციხის საკრებულოს მივმართეთ.
საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გვეუბნება , რომ რამდენიმე წლის წინ ქუჩის სახელის შეცვლას რადიკალურად თავად ადგილობრივები ეწინააღმდგებოდნენ, ახლა კი ქუჩისთვის გადარქმევის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს.
საკრებულოს თავმჯდომარის პასუხად, ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სახელის გადარქმევის ინიციატივისთვის წინააღმდეგობა არც ადრე და არც ახლა გაუწევიათ.
რედაქცია ვრცელ მასალაზე მუშაობს და მალე შემოგთავაზებთ, ადევნეთ თვალი ჩვენს Facebook და ვებ გვერდს toktv.ge