ჯანდაცვის მინისტრის, ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, მესამე ტალღა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დაწყებულია.
„მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კორონავირუსის მოსალოდნელ მესამე ტალღაზე საუბრისას.
მოსალოდნელ მესამე ტალღაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ. მისი თქმით, ისინი ცდილობენ ქვეყანამ ისევე აიცილოს კორონავირუსის მესამე ტალღა, როგორც პირველი ტალღის დროს მოახერხეს.