ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მე-19 საუკუნეში, რუსეთიდან საქართველოში მიგრირებული დუხობორები ჯავახეთში დასახლდნენ. გააშენეს სოფლები და ჯავახეთის ხედები ულამაზესი ფერად-ფერადი სახლებით ააჭრელეს.
ტოლერანტი და ბრძოლის წინააღმდეგი ადამიანები, ოფიციალური წყაროებით, საქართველოში 1840 წლიდან ცხოვრობენ.
უმეტესმა ნაწილმა საქართველო მალევე დატოვა. ამ დროისთვის ქვეყანაში რამდენიმე ოჯახია დარჩენილი.
ჯავახეთის სოფელ გორელოვკაში ისტორიას ჯერ კიდევ შემორჩა მათი ტრადიციული ფერადი სახლები, რომელთა ნაწილში ეკომიგრანტები შესახლდნენ, ზოგი მუზეუმად გადააკეთეს, ზოგი – მეჩეთად. სახლებში დუხობორები არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი ხელწერა და ხასიათი შემორჩენილია.
ნახეთ ფოტო რეპორტაჟი