Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 1-ლი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა

January 22, 2021

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტი 1-ლი თებერვლიდან აღდგება; თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი 1-ლი მარტიდან – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

უწყებათაშორისმა საბჭომ ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება:

– მუნიციპალური ტრანსპორტი
– სკოლები
– სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები


თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განააახლებენ მუშაობას:

პირველი თებერვლიდან – მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები

პირველი მარტიდან – სკოლები და მუნიციპალური ტრანსპორტი

ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ქალაქში ღია ბაზრობები და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. გადაადგილების შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში დარჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მთავრობის გადაწყვეტილებებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ისინი სააკოორდინაციო საბჭოს ლაივ ჩართვაზე კომენტარების სახით გამოხატავენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები არასწორია. 

ავტორი: ნატალი ნემსაძე