რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დუმას სთავაზობს მოამზადოს კანონპროექტი, რომლითაც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ჰიტლერის გერმანიის როლების შედარებას აიკრძალება. შესაბამის დადგენილებას კრემლის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
“რუსეთის საორგანიზაციო კომიტეტის “პობედას” მონაწილეობით 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განსახილველად მომზადდეს ფედერალური კანონის პროექტი ” 1941-45 წლის დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების შენარჩუნების შესახებ” ფედერალურ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს აიკრძალოს მეორე მსოფლიო ომში სსრკ და ნაცისტური გერმანიის როლის შედარება”
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადგენილების წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 1 ივლისია.
აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს BBC რუსული რედაქციაც. გამოცემის თანახმად, დუმის კულტურის კომიტეტში, ამბობენ, რომ რუსეთში ახალგაზრდებს შორის პოპულარულია ის წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებებია შედარებული. ამიტომ რუსი დეპუტატების შეფასებით, კანონის გამკაცრება “ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად არის მნიშვნელოვანი.”