ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი კვლავ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ინფორმაცია სუს-მა ცხელი ხაზის საშუალებით შეიტყო. უწყების ცნობითვე, შემდეგი ე.წ სასამართლოს პროცესი 5 თებერვალს გაიმართება.
ე.წ პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 28 იანვრისთვის გადაიდო. მანამდე გამართული ე.წ სასამართლო პროცესიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.