ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზედამხედველობისთვის 300 000 ლარამდე ტენდერს აცხადებს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, გამარჯვებულ კომპანიას ევალება 50 000 ლარზე მეტი ოდენობის პროექტების მონიტორინგი და საექსპერტიზო დასკვნების დაწერა.
სატენდერო დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგი 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაუწიოს.
განცხადებების მიღება 05 თებერვლიდან 08-მდე იწარმოებს.