ასპინძაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

February 1, 2021

ასპინძაში მცხოვრებ 22 წლის გიორგი დიასამიძეს გულის დილაქტაციური კარდიო მიოპათია დაუდგინდა. მას ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია(გადანერგვა), რომელიც ოჯახის წევრთა თქმით, ბელარუსიაშია შესაძლებელი.

ოპერაციისათვის საჭიროა 100 000$. ოჯახს თანხის მობილიზების საშუალება არ აქვს და ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

გიორგის დასახმარებლად რეგიონში უკვე გამოჩნდა მოხალისეთა არაერთი ჯგუფი. ისინი ქუჩაში და გზებზე ფულს აგროვებენ. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში ამბობენ, მათ ფართი გამოყეს ხოლო სისხლს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი იბარებს.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:

TBC, თიბისი: #GE86TB7184345061100111

Bank of georgia,საქართველო : #GE20BG0000000498605864

LIBERTY, ლიბერთი: #GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

Toktv.ge