ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე სპეცრაზმელმა ჟურნალისტს სცემა – ფაქტის ამსახველი ვიდეოს настоящее время ავრცელებს.
”მე ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, პრეს-ბარათი და ჟილეტი მაქვს. ამის მიუხედავად, მან შემაგინა, დამემუქრა, ორი წამიც არ იყო გასული, რომ ხელკეტი ორჯერ ჩამარტყა”. – ამბობს აქციაზე მყოფი ჟურნალისტი.
ასევე meduza ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს სცემენ.
რუსეთში 2 კვირაზე მეტია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს. დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ 3 თებერვლის დილის მონაცემებით, 10 ქალაქში 1408-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის თანხის თაღლითურად მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება.
ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, 17 იანვარს რუსეთში ჩასვლისას აეროპორტშივე დააკავეს.