Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს – სუს

February 3, 2021

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს – ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, ინფორმირებულია საერთაშორისო პარტნიორებიც.

“უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით”, – აცხადებენ სუსში.

__________________________________________

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2020 წლის განმავლობაში “სასაზღვრო ნორმების დარღვევის” 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული განცხადების მიხედვით , “სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევთაგან” 276 დააჯარიმეს, 12 ადმინისტრაციულად გააძევეს რესპუბლიკიდან, 55 კი ოფიციალურად გააფრთხილეს.