ახალციხის კლინიკებში კოვიდ პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია, – ინფორმაციას კლინიკის წარმომადგენლები გვიდასტურებენ.
ამ დროისთვის კლინიკა “იმედში” 11 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 პირის მდგომარეობა ფასდება საშუალოზე მძიმედ. ამ დროისთვის კლინიკას დამატებით კიდევ 49 პაციენტის მიღება შეუძლია.
რაც შეეხება კლინიკა “ევექსს”, აქ კორონავირუსზე 5 პაციენტი მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. კლინიკას კიდევ 12 პაციენტის მიღება შეუძლია.
- ოფიციალური ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 9 პირი დაინფიცირდა.
- გამოჯანმრთელდა 24
- რეგიონში სულ 4 650 პირია ინფიცირებული.
Toktv.ge