ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მერის მრჩეველთა საბჭომ გასული წლის განმავლობაში 3 სხდომა ჩაატარა.უწყების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 9 პირისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის, ინფრასტრუქტურის და რეკრეაციული ზონების, პირუტყვის სასმელი წყლით მომარაგებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელა.
შეგახსენებთ სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მონაცემებსაც: ასპინძის მერის მრჩეველთა საბჭომ გასული 1 წლის განმავლობაში 5 სხდომა გამართა, ახალციხეში მსგავსი სხდომა სამი იყო, ბორჯომში კი გასულ წელს მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომები არ ჩატარებულა.
ნახეთ:
ბორჯომი — 0, ახალციხე — 3 — მერის მრჩეველთა საბჭოს რამდენი სხდომა ჩატარდა 2020 წელს?