ახალციხეში ათობით ტრაილერი სამი დღის განმავლობაში გაჩერებული იყო და გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდათ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს მიზეზი უამინდობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევის რისკები იყო.
“გზაში რომ არ გაიჭედოს ტრაილერი და გადაადგილება არ შეფერხდეს ამიტომ იყვნენ გაჩერებულები საპატრულო პოლიციის მიერ,” – გვითხრეს დეპარტამენტში.
რაც შეეხება შსს-ს აქ გვითხრეს, რომ ტრაილერების გადაადგილების უფლების გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ახალციხეში სატვირთო ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.