გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს პირველი შემთხვევაა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, – ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმაც იკლო. ქვეყანაში ინფიცირების 147 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.
გამოჯანმრთელდა – 607 და გარდაიცვალა – 12. როგორია ეს მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში? ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას 17:00 საათისთვის გაავრცელებს.
ბოლო 24 საათში 5 275 პირს ჩაუტარდა კოროანავირუსზე ტესტირება, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 736 და PCR ტესტით – 2 539.
Toktv.ge