ბოლო 24 საათში Stopcov.ge -ს მონაცემებით საქართველოში კორონავისურით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა რაოდენობა 0%-ია. ორ თვეზე მეტი გავიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებიდან, რომლის მიხედვით მოსახლეობის 20-30% წლის დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული.
„მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა სამთავრობო არხებით, რათა მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა გაზაფხულამდე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიტანოთ. საუბარია 200-300 ათას დოზაზე, რომ ვაქცინაცია ადრეულად დავიწყოთ.მოსახლეობის 20-30% წლის დასაწყისში უნდა მოვიცვათ და ეს რიცხვი შემდგომ კიდევ უნდა გავზარდოთ. იმისთვის, რომ მივიღოთ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, გვჭირდება, რომ მოსახლეობის 50-დან 60%-მდე იყოს აცრილი“, – აცხადებდა ამირან გამყრელიძე.
ავტორი: მიშო დარბაიძე