“არანაირი ძალის გადამეტება არ ყოფილა,” – ობოლაშვილი #მელიასდაკავება

February 23, 2021

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, პარტია «ქართული ოცნების“ მაჟოროტარი დეპუტატი სამცხეში, ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებაში ძალის გადამეტება არ ყოფილა.

“არანაირი ძალის გადამეტება არ ყოფილა. ვერ შედგება სახელმწიფო თუ არ იქნება კანონის აღსრულება. ვინც არ უნდა იყოს თუ კანონს არღვევს მას უნდა ჰქონდეს იმისი პასუხისმგებლობაც, რომ აგოს პასუხი. პარლამენტმა ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ამის შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიღებულ იქნა, რომ პროკურატურას და სასამართლოს მივეცეთ მსჯელობის საშუალება,” – გვეუბნება ობოლაშვილ

ავტორი: მიშო დარბაიძე

Toktv.ge