” ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“ , – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნიკა მელიას დაკავებას ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს.
“არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან.” – წერს ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილის განმარტებით, “შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს”, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო, როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის, ასევე სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.
“ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.”
ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უფროსის თანამდებობა 23 ნოემბერს დატოვა, მას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია. მანამდე 2017-2019 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
ავტორი: ნატალია ნემსაძე