სათხილამურო ფესტივალი სქაი ქროსის მსოფლიო თასის ჩემპიონატი ბაკურიანში 26 და 28 თებერვალს მაყურებლის გარეშე გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება COVID19-ის რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.
მთის კურორტების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, თამთა იაშაღაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამთო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის საშუალება მიეცათ ჩემპიონატის პროტოკოლი უცვლელია, ანუ მას მაყურებელი არ დაესწრება.
“ძალიან მკაცრი პროტოკოლია შემუშავებული, მაყურებლის გარეშე უნდა ჩაიაროს ამ ფესტივალმა. ვინაიდან საბაგირეოების ნაწილი 8 მარტამდე არ გაიხსნება, მოცემულობა დამსწრე საზოგადოების უცვლელი იქნება.”
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889