ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდაში გამოვლენილი ე.წ “თანამედროვე” მონობის ფაქტს ბრალდებული პირები არ აღიარებენ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ – ინფორმაციას ბრალდებული პირების ადვოკატი, ვარდო ველიჯანიშვილი გვაწვდის.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ.”
აღნიშნულზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა, სადაც მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა პირები პატიმრობაში დატოვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 2 პირი დააკავა.
გამოძიება სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.