მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გარდაცვლილი ახალციხელი მედდის მეუღლე მადლობას უხდის სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილს, ჩვენ დავინტერესდით თუ რა გახდა აღნიშნულის მიზეზი. ასევე, დავინტერესდით იცის თუ არა დეპუტატმა რომ რეგიონში საჭირო დროს რეანომობილი არ იყო პაციენტის გადასაყვანად?
ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, რომ იმ მომენტში იყო თუ არა რეანომობილები რეგიონში ინფორმაცია არ აქვს, რადგან პარლამენტში «მინისტრის საათზე» იმყოფებოდა.
«მინისტრის საათი იყო და მე მაშინ გავიგე ამის შესახებ, როცა უკვე თბილისში გადმოჰყავდათ პაციენტი, მას შემდეგ ოჯახს მხარში ვუდგავარ,» — გვეუბნება ობოლაშვილი.
რეგიონში ყველა რეანომობილი დაკავებული რომ იყო გვიდასტურებს კლინიკა «იმედის» მენეჯერი მზია კაკოშვილიც.
«რეანომობილი ადგილზე რომც ყოფილიყო მაინც ვერ გაატანდნენ პაციენტს, რადგან არ შეიძლებოდა გამოძრავება და გადაყვანისას პროცედურებია საჭირო,» — ამბობს კაკოშვილი.
რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან მადლობის მიზეზს, დეპუტატი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ოჯახს არ «მოშორებია» და ახლაც მიდის აეროპორტში, გარდაცვლილის დედის დასახვედრად.