სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია შეჩერებულია

March 29, 2021

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველი მხოლოდ 6 პირია, რომელთაგან 65 წლიანი ასაკის კატეგორიიდან არცერთია. ახალქალაქის კლინიკაში 17 მარტის შემდეგ ვაქცინაციის მსურველი მხოლოდ 5 პირია, შესაბამისად ვაქცინაცია არ განახლებულა. 

ახალციხეში კლინიკა “იმედში” ამ დროისთვის რეგისტრირებული იყო 5 პირი , თუმცა როგორც კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, ისინი ამოეწერენ და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია რეგისტირებული.

რაც შეეხება ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, აქ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა, რადგან კლინიკები არ იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები.

Toktv.ge