ავარია ახალციხეში მსხვერპლით დასრულდა

March 30, 2021

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე(სოფელ ფარეხასთან) ავარია მოხდა. ავტომანქანა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მათივე ინფორმაციით პირი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე პასუხი არ აქვთ.

თავდაპირველად ინფორმაცია TV9-მ გაავრცელა

Toktv.ge