ვალეს N1 საჯ. სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

March 30, 2021

ახალციხის ქალაქ ვალეს N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის მოსწავლეები ონლაინ 6 აპრილამდე ისწავლიან. ინფორმაციას სკოლის დირექტორი, ირა გიორგაძე გვიდასტურებს და ამბობს, რომ მიზეზი ერთ-ერთი მოსწავლეს კოვიდინფიცირებაა.

“ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მთელი კლასი თვითიზოლაციაშია. 6 აპრილამდე გაგრძელდება ონლაინ სწავლება,” – გვითხრა დირექტორმა. ​

შეგახსენებთ, რომ გუშინ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ახალციხის N5 საჯ. სკოლაც.

Toktv.ge