facebook: Toktv.ge
4 აპრილს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ტრადიციისამებრ მრევლი აღდგომას 00:00 საათზე ეკლესიაში ხვდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, მრევლს უკვე მეორე წელია უწევს სააღდგომო წირვა 21:00 საათამდე დაასრულოს, რათა ე.წ კომენდანტის საათამდე შინ დაბრუნება შეძლონ.
ხიზაბავრა ვარგავის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი აკაკი ჭელიძე გვეუბნება, რომ მათი ინიციატივა, აღდგომის დღესასწაულზე დროებით მოხსნილიყო გადაადგილების შეზღუდვა არ დაუკმაყოფილეს. შესაბამისად, იძულებული არიან წირვის დრო გადმოიტანონ.
იგივე მდგომარეობაა სომხურ სამოციქულო ეკლესიაშიც, ბორჯომი-ახალციხის სომხური თემების მოძღვარი, იაკობ (ნორაირ) სააკიანი ამბობს, რომ წირვას 20:30-ზე დაასრულებენ, რათა მრევლმა სახლში დაბრუნება მოასწროს.
გასულ წელს სააღდგომო წირვა11 მარტს გაიმართა. სააღდომო ლიტურგია კომენდანტის საათის გამო მაშინაც ადრე დაიწყო, რომელსაც მხოლოდ 7 პირი ესწრებოდა. (სააღდგომო ლოცვა სახლიდან — კონფესიების გეგმები )