ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ასპინძაში სპორტული მოედნის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის მერია 100 000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერს აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა დაამონტაჟოს სპორტული მოედანი, მინი სტადიონის კარები, კალათბურთის ფარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხის ნაწილი ადგილობრივი, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ასევე თვითმმართველობის ორგანოში გვეუბნებიან, რომ იმ ადგილზე სადაც სპორტული მოედანი უნდა განთავსდეს არაფერია, შესაბამისად “კომპანიას 0-დან მოუწევს სამუშაოების დაწყება, რის გამოც თანხაც მაღალია.”
სატენდერო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი 5-8 აპრილია.