facebook: Toktv.ge
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორებმა უნდა აირჩიონ აკადემიური საბჭოს წევრები.
ასევე, გაიმართა წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები სტუდენტების კვოტიდან, სადაც 4 ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი შეირჩა.
საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის გადაწყვიტეს არჩევნები ჩაეტარებინათ აუდიტორული წესით, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა. ასევე მათთვის, ვინც ფიზიკურად მოსვლა ვერ შეძლო გამოიყო გადასატანი ყუთები. ასეთი 3 პირია.