ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დღეს მომღერალი უცნობის მიერ თბილისში აქცია გაიმართა სახელწოდებით “მადლობა პატრიარქს.”
თავის მხრივ “საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” ოფიციალურ Facebook გვერდზე ჯერ აქციის პირდაპირი სტრიმი ჩაირთო. შემდეგ კი რამდენიმე ფოტო განთავსდა, ჰეშთეგით “#მადლობა”.
რისთვის უხდიდა მადლობა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდი უცნობს? კითხვით ჩვენ საპატრიარქოში დავრეკეთ. საპატრიარქოში გვითხრეს, რომ ჰეშთეგი აქციის სახელწოდებიდან გამომდინარე დააწერეს.
“აქციას ერქვა “მადლობა პატრიარქს” ჩვენ მხოლოდ #მადლობა დავაწერეთ, რადგან პატრიარქის დაწერის შემთვევაში რეგალიებიც უნდა მიგვეთითებინა.”
ჩვენი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში აღნიშნულ პოსტს ტექსტი შეუცვალეს და ახლა პოსტზე შემდეგი რამ აწერია: “საპატრიარქოსთან, მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს.”