ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ახალქალაქიდან 290 დოზა ასტრაზნეკას ვაქცინის წაღებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვაქცინის დაბრუნების საკითხს და ჯავახეთის მოსახლეობის მოლოდინებს შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის კლინიკაში ვაქცინა 17 მარტს შევიდა თუმცა აცრის მსურველის არ ყოფნის გამო ვაქცინაცია არ ჩატარებულა. გუშინ კი ჯავახეთიდან 290 დოზა ვაქცინა გაიტანეს. ( ახალქალაქიდან 290 დოზა ვაქცინა გაიტანეს )
სამცხე-ჯავახეთში 1 400 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა 15 მარტს შემოვიდა, თუმცა ამ დრომდე აცრილია 26 სამედიცინო პირი