ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის. სახლში არავინ იყო და არც ხანძრის შედეგად დაშავებულა ვინმე – ინფორმაციას Jnews ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო მანქანა. ადგილზეა პოლიციაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით და შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს.
განახლებული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია.
“ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არის. სამი ეკიპაჟი იყო ადგილზე,” – გვითხრეს უწყებაში.
განახლება: შსს-ში გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმიდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ფოტო: Jnews.ge