Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

დღეს ახალციხის N6 საჯ. სკოლამ სწავლა ონლაინ დაიწყო

April 19, 2021

ახალციხის N6 საჯარო სკოლა 27 აპრილამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი სკოლის პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირებაა. ინფორმაციას გვიდასტურებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა დალალიშვილი.

“დღეიდან 27 აპრილამდე ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავედით. პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბინაზე გადის,“ – გვეუბნება დალალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი საჯარო სკოლა და ოთხი კლასი სწავლას დისტანციურად აგრძელებს.

ახალციხეში 1 სკოლა, ადიგენში – 2 და ბორჯომში – ერთი სკოლის ოთხი კლასი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სწავლა აუდიტორიულ რეჟიმში მიმდინარეობს.