როგორ ვისარგებლოთ მოქალაქეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რატომ არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დასავლური ინტეგრაცია უპირობო არჩევანი, რა იწვევს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი ევროინტეგრაციის პროცესის და პროგრამების შესახებ, მათ შორის განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა – ამ მიზნით “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი” “ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან” პარტნიორობით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის სპეციალურ პროექტის მეორე ფაზას იწყებს.
კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო-ქართლი – ის რეგიონებია, სადაც ადგილობრივი მედია მომდევნო თვეების განმავლობაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას გპირდებათ. პროექტის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც, რომლის ფარგლებში არჩეული 3 იდეა განხორციელებისათვის დაფინანსებას “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისაგან” მიიღებს.
პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ
პროექტი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ 18 თვის განმვალობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში საზოგადოებას ექნება საშუალება სხვადასხვა ფორმატის მეშვეობით ჩაერთოს და გაიგოს მეტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.