სამცხე-ჯავახეთში “სინოფარმის” ვაქცინა შემოვა

April 28, 2021

სამცხე-ჯავახეთში კიდევ ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო, “სინოფარმის” ფირმის ვაქცინა შემოვა და ვაქცინაციის მსურველი უკვე 36 პირია. ინფორმაცია განთავსებულია ვაქცინაციის სპეციალურ პლატფორმაზე.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელია რეგიონის 5 საავადმყოფოში ადიგენში, ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომში და ახალქალაქში.

სამცხე-ჯავახეთში ამ დროისთვის ვაქცინაზე რეგისტრირებულია 36 მსურველი. კერძოდ:
ახალციხე–10,
ბორჯომი– 24,
ასპინძა– 1,
ადიგენი–1.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას” ვაქცინას. ახალციხეში კლინიკა ევექსში კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველი კიდევ 11 პირია, რომლებიც ვაქცინაციის მიღებას 4 ან 11 მაისს შეძლებენ. კლინიკის დირექტორის თქმით, ვაქცინაცია კვირაში მხოლოდ ორ დღეს არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განახლდა, რომელიც მედიისთვის ღია არ იყო, ის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა 14 მარტს შემოვიდა, თუმცა თითქმის ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 26 სამედიცინო პირი აიცრა. ახალციხის კლინიკა «იმედიდან» სადაც თავდაპირველად აცრა შესაძლებელი იყო, ვაქცინა 8 აპრილს გაიტანეს, ახალქალაქიდან კი — 12 აპრილს. ჯავახეთში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი ამპულა.