შეიძლება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე გასვლა? კითხვაზე ორი ურთიერთსაპირისპირო განცხადება გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სოფლის სასაფლაოებზე ხალხს გასვლას ვერ აუკრძალავენ. ეს განცხადება მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.
თუმცა ახალციხეში, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადება, თითქოს სოფლის სასაფლაოზე მოსახლეობას ვერ აუკრძალავ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია, როგორც სოფელში, ისე ქალაქში, პროცესს კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდამცავებიც გააკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო სააღდგომოდ ტრადიციული რიტუალები უკვე მეორე წელია შეცვლილია.