ადიგენის მუნიციპალიტეტში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სტელის მოწყობა იგეგმება. მანამ სოფელ ბენარაში, ცენტრალურ მაგისტრალთან სტელისთვის საყრდენი კედლების, კიბეების და მოედნის მოწყობისთვის მერია 149 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში უნდა ააშენოს კედლები, დაამონტაჟოს კიბე, მოედნისთვის დეკორატიული და მანათობელი ლამპიონები.
მუნიციპალიტეტის მერიის, სატენდერო კომისიის აპარატის წარმომადგენლის თქმით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.