ახალციხეში, ოჯახში კონფლიქტის დროს 89 წლის ქალი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ასევე გვიდასტურებენ, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.
ოჯახში ძალადობის შედეგად 89 წლის ქალის დაშავების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკა “ევექსის” დირექტორი ბესო ბურჯალიანი. მისივე თქმით, ქალს აღენიშნებოდა დაჟეჟილობები და კლინიკიდან მეორე დღეს გაწერეს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ინფორმაციას გვიდასტურებს ბრალდებულის ადვოკატი.