25 თეთრი 1 კგ კარტოფილისთვის. დღეს ჯავახეთში კარტოფილის მყიდველები გამოჩნდნენ. ახალქალაქის სოფელ ალასტანში, სადაც ადგილობრივების თქმით, 700 ტონა კარტოფილი სარდაფში უფუჭდებოდათ მყიდველები მივიდნენ, თუმცა გადამყიდველების მიერ შეთქვაზებული ფასი ძალიან დაბალია, კილოგრამზე 25 თეთრი. ინფორმაციას გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი სოფელში, არტურ ირიციანი.
მისივე თქმით, შეთავაზებული თანხა მიზერულია, მაგრამ ფერმერებს სხვა გამოსავალი არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ჯავახეთში მოსახლეობას ასობით ტონა კარტოფილი უფუჭდება. ისინი დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას სთხოვენ.
ამავე თემაზე: 700 ტონა კარტოფილი მხოლოდ ალასტანში — ჯავახეთში კარტოფილს ვერ ყიდიან და მერიის წინ დაყრას გეგმავენ
თავდაპირველად თემაზე მასალა სამხრეთის კარიბჭემ მოამზადა